სომხეთის ოპოზიციის ორმა წამყვანმა დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები დაკარგა მას მერე, რაც უხელმძღვანელა ერევანში, პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან იშხან საღათელიანის და ეკონომიკის საკითხების კომისიის ხელმძღვანელის პოსტიდან ვაგე აკოფიანის გადაყენებას 1 ივლისს მხარი დაუჭირა 66-ვე დეპუტატმა, რომელთა უმრავლესობა იყო ფაშინიანის სამოქალაქო შეთანხმების პარტიიდან. ოპოზიციის წარმომადგენელმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.
ამ ზომის ინიციატორები აცხადებდნენ, რომ ორმა დეპუტატმა გასული წლის შემდეგ ბევრი საპარლამენტო სხდომა გააცდინა.
საღათელიანმა - რომელიც, ისევე, როგორც აკოფიანი, არ ესწრებოდა 1 ივლისის კენჭისყრას - რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი და მისი კოლეგის გადაყენება პოლიტიკურად მოტივირებული აქტია.
1 მაისიდან ივნისის შუა პერიოდამდე სომხეთის ოპოზიცია ერევანში ხელმძღვანელობდა თითქმის ყოველდღიურად გამართულ მასობრივ აქციებს, რომლებზეც ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ.
დაწერეთ კომენტარი