ბელგოროდის ოლქში უკრაინის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს ორ ავტომობილს, რომლებშიც რუსეთის მესაზღვრეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ 6 ივლისს იტყობინებიან წყაროებზე დაყრდნობის გარეშე Telegram-ის არხები Shot-ი და Baza.
Shot-ის თანახმად, ერთ მანქანას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და ყუმბარმტყორცნი ესროლეს, მეორე ავტომობილს კი ასაფეთქებელი მოწყობილობა - უპილოტო საფრენი აპარატიდან.
როგორც Baza წერს, პირველი თავდასხმა 5 ივლისს დღისით მოხდა ბელგოროდის ოლქის სოფელ კრასნაია იარუგის მახლობლად, უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 400 მეტრში. ავტომობილში ხუთი პირი იმყოფებოდა, ერთი დაიღუპა, სამი დაიჭრა. მანქანა მთლიანად დაიწვა.
მეორე თავდასხმა საღამოს მოხდა. არავინ დაშავებულა.
ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ ოფიციალურ წყაროებს.
მაისის ბოლოს უკრაინის მოსაზღვრე კიდევ ერთი რეგიონიდან, ბრიანსკის ოლქიდან, იტყობინებოდნენ უკრაინის სამხედროთა თავდასხმის შედეგად რუსეთის ექვსი მესაზღვრის სიკვდილის შესახებ.
გუშინ სამი დაუდგენელი პირი დაესხა თავს ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის სამხედრო ნაწილს, რომელშიც რუსეთის ფედერაციის 488-ე მოტომსროლელთა პოლკია განლაგებული.