Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობაში ახალი მსხვერპლის შესახებ იუწყება


ფოტო არქივიდან: „გრად“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი
ფოტო არქივიდან: „გრად“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, წუხელ და დღეს დილით, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინის რამდენიმე რეგიონზე. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა ქალაქ ნიკოპოლში, რომელსაც რუსმა სამხედროებმა „გრად“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარიდან ესროლეს 30-ზე მეტი ჭურვი. რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 4 ბავშვია. დანგრეულია სამი კერძო სახლი და ათეულობით დაზიანებულია.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დილით გახორციელებული შეტევისას ქალაქ ხარკოვის სალტივსკის რაიონში დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბიჭი.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, 5 ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებზე წუხანდელი იერიშების დროს.

XS
SM
MD
LG