Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე ჩამოვარდნილ ვერტმფრენზე: „მიუვალ მთებში არ დარჩეთ, გთხოვთ, სახლში ცოცხლები დაბრუნდით გმირებო!"


პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

„მიუვალ მთებში არ დარჩეთ, გთხოვთ, სახლში ცოცხლები დაბრუნდით გმირებო!" - წერს თალაკვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის დახმარებით მიმდინარეობდა ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება.

განცხადების თანახმად, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

„მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის", - იუწყება შსს.

ვიდეო ასახავს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG