Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის საელჩო: ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია


დიდი ბრიტანეთის დროშა
დიდი ბრიტანეთის დროშა

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ეხმიანება 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-14 წლის გასვლას და ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულებს.

გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია", - აღნიშნულია საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.

14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG