Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ომი საშინელებაა"! რუსეთში ომის საწინააღმდეგო პოსტებისთვის ჩეჩნეთის ომის ვეტერანს ასამართლებენ


დმიტრი ჩისტიაკოვი, არხანგელსკის საგანგებო სიტრუაციების სამსახურის ყოფილი პრესემდივანი
დმიტრი ჩისტიაკოვი, არხანგელსკის საგანგებო სიტრუაციების სამსახურის ყოფილი პრესემდივანი

დიმიტრი ჩისტიაკოვს, თადარიგის მაიორს, ჩეჩნეთის ომის მონაწილეს და არხანგელსკის რეგიონში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ყოფილ სპიკერს, ბრალი დასდეს რუსული ჯარების "დისკრედიტაციაში" სოციალურ ქსელში VKontakte-ში გამოქვეყნებული პოსტების გამო. მათში ჩისტიაკოვმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

"ომი ეს არის საშინელება, რომელშიც არ უნდა ჩაება, ეს ყოველთვის არის სამხედრო დანაშაულების მთელი კომპლექტი", -ამბობს დმიტრი ჩისტიაკოვი.

სოციალურ ქსელში გაკეთებული ამ და სხვა განცხადებებისთვის , ჩისტიაკოვი დააკავეს 2022 წლის 20 ივლისს და ბრალი დასდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების "დისკრედიტაციაში". პენსიონერ სამხედროს 30-დან 50 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრება.

"როდესაც" სპეცოპერაცია " დაიწყო, ძალიან გამიჭირდა, რადგან საერთოდ შეუძლებელია სამხედრო მოქმედებებით გიხაროდეს. არსებობს განმათავისუფლებელი ომი, წმინდა ომი და არის ეს ოპერაცია, რომელიც მე პირად ტრაგედიად აღვიქვი. მაგრამ მე გავაგრძელე წერა, მათ შორის საჯარო მოხელეების გვერდებზე. მე ვამბობდი: შეაჩერეთ სისხლისღვრა, შეწყვიტეთ ხალხის უტილიზაცია. თქვენ ასევე წარმოადგენთ ჩემს ინტერესებს და ის არ ითვალისწინებს იმას, ომ მოხდეს უკრაინის და რუსეთის უტილიზაცია. სამხედრო ოპერაციის ჩატარებას რამდენი უარყოფითი შედეგი მოჰყვა ორ ქვეყნისთვის !", - ამბობს თადარიგის მაიორი.

ჩისტიაკოვი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში. იგი ჩეჩნეთში მსახურობდა და 2020 წლის აგვისტომდე არხანგელსკის რეგიონში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივნის თანამდებობა ეკავა. ორი წლის წინ, მან დატოვა თანამდებობა. მაიორს სურდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროში სამსახურის გაგრძელება, მაგრამ მასთან ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG