უკრაინის ვინიცის რეგიონში 7 აგვისტოს ღამით რუსული რაკეტები სამხედრო სამიზნეებს მოხვდა.
"სამწუხაროდ, ვინიცის რეგიონში სამხედრო ობიექტებზე რამდენიმე რაკეტა მოფრინდა. დაზარალებულები არიან", - წერს ტელეგრამში რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბორზოვი, რომელმაც დასძინა, რომ არ იმუშავა სარაკეტო განგაშის სისტემამ, რომლის გაუმართაობის მიზეზებს იძიებენ.
მანამდე 14 ივლისს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ვინიცის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე. რაკეტები მოხვდა საოფისე შენობას, ოფიცერთა სახლს, საცხოვრებელ სახლებსა და საყოფაცხოვრებო სახლი „საიუბილეოს“ ავტოსადგომს. სარაკეტო იერიშის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.