Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ტანკისტს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინაში, ჩერნიგოვში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის საქმეზე


უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის დესნიანსკის რაიონულმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ტანკის ოპერატორ-დამმიზნებელს, 31 წლის რუს სამხედროს, მიხეილ კულიკოვს, ქალაქის გარეუბანში მაღალსართულიანი შენობის დაბომბვის საქმეზე.

უფროსი სერჟანტი კულიკოვი დამნაშავედ იქნა ცნობილი ომის კანონებისა და წესების დარღვევაში (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და ასევე დაეკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 26,600 უკრაინული ჰრივნის ოდენობით (დაახლოებით 720 აშშ დოლარი).

ტანკისტმა სრულად აღიარა დანაშაული და თავის ბოლო სიტყვაში პატიება სთხოვა "ყველას, ვინც ამით დაზარალდა."

26 თებერვალს სერჟანტმა კულიკოვმა მაიორ ლეონიდ შეტკინის ბრძანება შეასრულა და ტანკ Т-72Б-დან ცეცხლი გაუხსნა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. აფეთქების ტალღამ დაანგრია ორი ბინა, მაგრამ არავინ დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG