Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასაზღვრო პოლიცია განაახლებს თავის საკუთრებაში არსებულ ფრანგული წარმოების AS-350B3 ტიპის შვეულმფრენს


სასაზღვრო პოლიცია 15 807.57 ევროდ განაახლებს თავის ბალანსზე არსებულ ფრანგული წარმოების AS-350B3 ტიპის შვეულმფრენს. მისი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ნაწილებს სახელმწიფო გამარტივებული შესყიდვით შეიძენს რუმინული კომპანია "Airbus Helicopters Romania"-სგან.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს პოლიციის პოლკოვნიკ იოსებ არჯევანიშვილის პატაკის მიხედვით, რომელიც შესყიდვის საფუძველია, AS-350 ტიპის შვეულმფრენს გეგმური, კალენდარული, ტექნიკური მომსახურების პროცესში გამოუვლინდა დაზიანება (ნახევრად ლამინირებული საკისრების „Half Laminated Bearing“ 704A33633303 დაზიანება (რეზინის დაშუშხვა) და მისი შეკეთების აუცილებლობაც ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში.

სასაზღვრო პოლიციის ვებსაიტის მიხედვით, უწყების ბალანსზე 12 შვეულმფრენი ირიცხებოდა გუდაურში MИ-8 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნამდე, რომელმაც კატასტროფა 29 ივლისს განიცადა. ავიაკატასტროფას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG