Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას პატიმრობა გაუგრძელეს


ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

მოსკოვის სასამართლომ 12 ოქტომბრამდე გაუგრძელა პატიმრობა ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას. მას ბრალად ედება რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელება და არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელება.

პოლიტიკოსი აპრილში დააპატიმრეს. მაშინ მას „ფეიკების“ გავრცელების ბრალდება წაუყენეს. საქმის აღძვრის საბაბი გახდა ამერიკის შტატ არიზონის კანონმდებელთა წინაშე მისი გამოსვლა, რომლის დროსაც მან გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების მოქმედებები და უკრაინაში ომი.

აგვისტოში კარა-მურზას წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიტიკოსს ბრალს სდებენ, რომ 2021 წლის 27 ოქტომბერს მან მოსკოვში, სახაროვის ცენტრში, პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად ჩაატარა კონფერენცია ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის ფულით, ორგანიზაციისა, რომელიც რუსეთში არასასურველად არის მიჩნეული.

ოპოზიციონერს ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG