Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვიატლანა ციხანოუსკაიამ ბელარუსის გარდამავალი მთავრობა დაასახელა


სვიატლანა ციხანოუსკაია და მისი "გარდამავალი მთავრობა" (მარცხნიდან): ვალერ სახაშჩუკი, ალიაქსანდრ აზარაუ, პაველ ლატუშკა და ვალერი კავალეუსკი. (კოლაჟი)
სვიატლანა ციხანოუსკაია და მისი "გარდამავალი მთავრობა" (მარცხნიდან): ვალერ სახაშჩუკი, ალიაქსანდრ აზარაუ, პაველ ლატუშკა და ვალერი კავალეუსკი. (კოლაჟი)

დევნილობაში მყოფმა ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელსაც ბევრი მიიჩნევს 2020 წლის 9 აგვისტოს არჩევნებში გამარჯვებულად, დროებითი მთავრობა დაასახელა ბელარუსის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე წლისთავზე.

ციხანოუსკაიამ ვილნიუსში 9 აგვისტოს, ბელარუსის დემოკრატიული მოძრაობებისა და ჯგუფების ორდღიანი კონფერენციის უკანასკნელ დღეს, განაცხადა, რომ მისგან მრავალი ოპოზიციონერი ითხოვდა „ერთიანი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას“ და, მისი თქმით, მან ასეთი მთავრობა შექმნა.

დროებით მთავრობაში შედიან პაველ ლატუშკა, რომელიც ხელისუფლების გადაცემისთვის იქნება პასუხისმგებელი; ალიაქსანდრ აზარაუ, რომელიც კანონის უზენაესობის აღდგენისთვის იზრუნებს; ვალერი კავალეუსკი, რომლის ყურადღების ცენტრში იქნება საგარეო ურთიერთობები; და ვალერი სახაშჩუკი, რომელიც დროებით მთავრობას წარმოადგენს თავდაცვასა და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსს საპროტესტო გამოსვლების ტალღამ გადაუარა. ოპოზიციის მომხრეები მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას სასარგებლოდ.

ბელარუსის ოპოზიციის მრავალი ლიდერი დააპატიმრეს ან აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინა. ლუკაშენკამ არ ისურვა ოპოზიციასთან მოლაპარაკება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG