Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივლისში საქართველოს 156 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე ეწვია


უცხოელი ტურისტები ძველ თბილისში
უცხოელი ტურისტები ძველ თბილისში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში რუსეთის 156 737 მოქალაქე ჩამოვიდა. 2021 წლის ივლისთან შედარებით, რუსების ვიზიტების რაოდენობის ზრდამ 525% შეადგინა.

2019 წლის ივლისში (კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე) საქართველოს 159 063 რუსეთის მოქალაქე სტუმრობდა.

ტოპ 10 ქვეყანა საქართველოში ვიზიტების რაოდენობის მიხედვით ივლისში:

  • რუსეთი - 156 737;
  • სომხეთი - 103 906;
  • თურქეთი - 95 989;
  • საუდის არაბეთი - 27 712;
  • საქართველო (არარეზიდენტი) - 24 278;
  • ისრაელი - 22 686;
  • ბელარუსია - 20 773;
  • ყაზახეთი - 19 258;
  • უკრაინა - 18 711;
  • აზერბაიჯანი - 14 282;

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რამდენიმე ოპოზიციური პარტია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG