Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნეპროპეტროვსკის ოლქში დაბომბვის შედეგად მსხვერპლის შესახებ იუწყებიან


 დნეპროპეტროვსკის ოლქში დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლი
დნეპროპეტროვსკის ოლქში დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლი

უკრაინის რეგიონების ხელმძღვანელები იტყობინებიან, ოთხშაბათს ღამით რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებში სამოქალაქო ობიექტებზე მიტანილი იერიშის შედეგად მსხვერპლის შესახებ.

დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თანახმად, ნიკოპოლის მიმართულებით რუსულმა ძალებმა გრადის ტიპის დაახლოებით 120 ჭურვი ისროლეს.

შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. დაიჭრა 9, მათ შორის ერთი 13 წლის გოგოა.

ქალაქში დაზიანებულია 40-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი. დანგრეულია ხუთი ბინა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ, წერს რეზნიჩენკო თავის ტელეგრამის არხზე.

რეზნიჩენკოს თანახმად, დაზიანებულია 3 სკოლა, მაღაზიები, ელექტროგადამცემი ხაზი, რის გამოც ნიკოპოლის 6000-ზე მეტ მცხოვრებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი კიევის ოლქში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩავარდნილი ჭირვის შესახებ წერს: „მადლობა ღმერთს, რომ ყველა ცოცხალია და არავინ დაშავებულა“.

ომის პირობებში მსგავსი ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება ვერ ხერხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG