Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიასთან ბრძოლების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 47-ს მიაღწია


ღაზის სექტორი. 6 აგვისტო. 2022 წელი
ღაზის სექტორი. 6 აგვისტო. 2022 წელი

პალესტინელ მეამბოხეებსა და ისრაელის არმიას შორის ღაზის სექტორში გასულ შაბათ-კვირას გაჩაღებული ბრძოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 47-ს მას მერე, რაც ერთ-ერთი დაჭრილი გარდაიცვალა, იტყობინება ღაზის ჯანდაცვის უწყება.

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში "ისლამური ჯიჰადის" ჯგუფის წინააღმდეგ ოპერაცია "გარიჟრაჟი" 5 აგვისტოს დაიწყო. ავიაციამ სარაკეტო დარტყმები მიაყენა სამიზნეებს ღაზის სექტორში და პალესტინელთა დაჯგუფების, „ისლამური ჯიჰადის“ მხრიდან ასეულობით რაკეტა იქნა გაშვებული სამი დღის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით.

ეს, შარშან "ჰამასთან" კონფლიქტის შემდეგ, ყველაზე სერიოზული დაპირისპირება იყო ორ მხარეს შორის. არსებული ცნობით, დაღუპული 47 ადამიანიდან 16 ქალი და ოთხი ბავშვია.

დაღუპულებს შორისაა „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის ორი მეთაური, რომელთაგან ერთი, ისრაელის თანახმად, მოკლეს, რათა მზადებაში მყოფი თავდასხმა აეცილებინათ თავიდან.

ისრაელის საჰაერო სივრცეში მოქმედმა „რკინის გუმბათმა“ გადაიტაცა ბევრი რაკეტა. ისრაელის მოქალაქეთა შორის მსხვერპლი არ ყოფილა, არიან დაშავებულები.

ეგვიპტის შუამავლობით, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 7 აგვისტოს შევიდა.

ბოლო 15 წელიწადში, ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ოთხი ომი და რამდენიმე მცირე შეტაკება მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG