Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ოლქში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ყაზარმები დაიწვა


ფოტო არქივიდან: სარეკეტო სისტემა C-400
ფოტო არქივიდან: სარეკეტო სისტემა C-400

11 აგვისტოს ღამით მოსკოვის მახლობლად, დოლგოპრუდნიში, ვოსტოჩნაიას ქუჩაზე, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

ღია წყაროების მიხედვით, იქ განლაგებული დივიზია მოსკოვის სარაკეტო თავდაცვის სისტემის ნაწილია. ხანძარმა 1,2 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი.

გამოცემა Baza-ს თანახმად, დაიწვა ხის ყაზარმა, რომელშიც წვევამდელები ცხოვრობენ, თუმცა 2019 წელს გადაღებული ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შენობა დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებოდა. იუწყებიან, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, არ ვრცელდება ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ცნობები.

ღია წყაროების მიხედვით, სამხედრო ნაწილი, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, მე-4 საჰაერო თავდაცვის დივიზიას ეკუთვნის, რომელიც 1-ლი სპეციალური დანიშნულების საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არმიის შემადგენლობაში შედის. მის შეიარაღებაშია სხვადასხვა მოდიფიკაციის C-400 და C-300 სარაკეტო სისტემები. სამხედრო ქალაქთან ადრე მოკლე დისტანციის სარადარო სადგური „A-100B“ მდებარეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG