Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამაშველო სამსახური: მწვერვალ თეთნულდთან 3 ტურისტი კარგად არის, დახმარება არ სჭირდებათ


ფოტო არქივიდან: მწვერვალი თეთნულდი
ფოტო არქივიდან: მწვერვალი თეთნულდი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ მწვერვალ თეთნულდთან მყოფი სამი ტურისტი კარგად არის და მათ არ სჭირდებათ დახმარება. უწყება ამ ინფორმაციას მათთან კომუნიკაციის შემდეგ აქვეყნებს.

"მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთამსვლელს შორის კომუნიკაცია შედგა. ​მთამსვლელთა განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით", - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.

აქვე აღნიშნულია, რომ მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთამსვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას.

მწვერვალ თეთნულდზე ექვსი უცხოელი ტურისტის დახმარების გაწევის საჭიროებაზე ინფორმაცია სამაშველო სამსახურმა 12 აგვისტოს გაავრცელა. მაშველებმა ვერტმფრენით ორი ტურისტის გამოყვანა შეძლეს, მესამე კი, რომელიც ნაპრალში იყო გადავარდნილი, დაიღუპა.

უცხოელ ტურისტთა ჯგუფის დასახმარებლად სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის MI-8 ტიპის ვერტმფრენის ჩართვა დღეს დილიდან გახდა შესაძლებელი. მანამდე ის მუშაობას რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ახერხებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG