Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანს რუსეთისგან სურს ნავთობის შეძენა


თალიბანის წარმომადგენელი სალამ ჰანაფი მოსკოვში. 2021 წლის ოქტომბერი
თალიბანის წარმომადგენელი სალამ ჰანაფი მოსკოვში. 2021 წლის ოქტომბერი

ავღანეთის თალიბანს სურს რუსეთისგან ნავთობის შეძენა. ერთი მილიონი ბარელი ნავთობის შესაძლო მიწოდების შესახებ „რია ნოვოსტის“ განუცხადა თალიბანის მთავრობის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრმა, ნურიდინ აზიზიმ. აზიზის თანახმად, თალიბანი განიხილავს ბარტერული სავაჭრო გაცვლის ვარიანტს, თუ რუსეთის მხარე დაინტერესდება ენერგორესურსების სანაცვლოდ ავღანეთში წარმოებული რაიმე პროდუქტით.

გასულ ივნისში, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ავღანეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა თქვა, რომ თალიბებს სურთ რუსეთში ხუთი ათასი ტონა ნავთობის და ორი მილიონი ტონა მარცვლეულის შეძენა.

ამჯერად თალიბანის წარმომადგენლები მოსკოვში 14 აგვისტოს ჩავიდნენ.

თალიბანმა შარშან, აგვისტოში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში მას მერე, რაც ავღანეთი დასავლეთის ჯარებმა დატოვეს.

საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ლეგიტიმურად თალიბანის მიერ შექმნილ მთავრობას. თალიბანი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, მაგრამ კრემლი რეგულარულად მართავს შეხვედრებს თალიბებთან მოსკოვში. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, შარშან განაცხადა, რომ მოსკოვი იმოძრავებს თალიბანის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოღებისკენ. სახელმწიფო მედიას დაევალა თალიბებზე მასალებში შეეცვალათ შესაბამისი ნიშანი.

გაეროს უშიშროების საბჭომ მარტში უყარა კენჭი ავღანეთთან ოფიციალური კავშირის დამყარებას. მიღებულ რეზოლუციაში, რომელშიც თალიბანი არ არის მოხსენიებული, ნათქვამია, რომ ავღანეთში იმუშავებს ერთწლიანი მისია. რუსეთმა კენჭისყრისას თავი შეიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG