Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავ ზღვაში ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი სამი რუსული გემი იმყოფება - უკრაინის გენერალური შტაბი


საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი"
საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი"

შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაშია მაღალი სიზუსტის "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი სამი რუსული ხომალდი, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 15 აგვისტოს განაცხადა.

"შავი ზღვისა და აზოვის ზღვის ოპერატიულ ზონებში მტრის საზღვაო დაჯგუფების მთავარი ძალისხმევა მიმართულია დაზვერვის ჩატარებაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამოქალაქო გადაზიდვების დაბლოკვასა და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის ელემენტების დარტყმის განხორციელებაზე", - ნათქვამია უკრაინული მხარის ცნობაში.

ანგარიშის თანახმად, ასევე არსებობს სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე ბელარუსის ტერიტორიიდან და საჰაერო სივრციდან, სადაც გრძელდება ზომები ადგილობრივი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად, რომელიც დაახლოებით 20 აგვისტომდე გაგრძელდება.

გენერალურმა შტაბმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარები ცდილობდნენ ტაქტიკური უპირატესობის მიღწევას რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ, ხარკოვში, სლავიანსკში, კრამატორსკში, ბახმუტში, ავდიივკაში, ნოვოპავლოვსკსა და ზაპორიჟიეში, მაგრამ მათ ამაში ხელი შეუშალა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG