Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ Telegram-ი 11 მილიონი რუბლით დააჯარიმა რუსეთის სამხედროებზე ინფორმაციის გამო


მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ მესინჯერი Telegram-ი 4 მილიონი რუბლით დააჯარიმა უარისთვის, თავისი გვერდებიდან აეღო უკრაინის ომში მონაწილე რუსეთის ჯარისკაცების მონაცემები, და 7 მილიონით - იმისთვის, რომ მან არ წაშალა ექსტრემიზმისკენ მოწოდებები.

სასამართლომ Telegram-ი დამნაშავედ ცნო, ვინაიდან მან არ წაშალა კონტენტი, „რომელიც წაშლას ექვემდებარება“. ასეთად იქნა მიჩნეული Telegram-ის რამდენიმე არხზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა მოწოდებებს რკინიგზის ხაზებზე დივერსიებისკენ, და მსჯელობა ანარქიზმის შესახებ, ასევე უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედებებისა და მისი დანაკარგების შესახებ.

გამოცემა „მედუზა“ იუწყება, რომ საქმე ეხება სამხედროების პირადი მონაცემების შემცველ ბოტს.

როგორც იტყობინებიან, ბოტის მიზანია, „რუსეთის მოქალაქეებმა იპოვონ უკრაინაში მეომარი საკუთარი ნათესავები და შეიტყონ მათი ბედის შესახებ“. პროექტი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში. რუსეთის ექსპერტები აცხადებენ, რომ ინფორმაცია სამხედრო პროპაგანდისთვის გამოიყენება.

თებერვლის ბოლოს პროექტის საიტი რუსეთში დაიბლოკა გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, „როსკომნადზორმა“ კი Telegram-ისგან მოითხოვა, წაეშალა რუსეთის სამხედროთა შესახებ ინფორმაციის შემცველი ბოტები.

2022 წლის მარტში უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა უკრაინას მოუწოდა, შეეწყვიტა რუსეთის სამხედრო ტყვეების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება სოცქსელებში, ვინაიდან ეს არღვევს მათ უფლებებს, რომლებიც ჟენევის კონვენციითაა გარანტირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG