Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთი ნაკლებ ვიზებს გასცემს რუსი ტურისტებისთვის


ფინეთი ნაკლებ ვიზებს გასცემს რუსი ტურისტებისთვის. ამის შესახებ ფინეთის ტელერადიომაუწყებლობის კორპორაცია Yle იტყობინება საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოზე დაყრდნობით.

მინისტრის თქმით, პრიორიტეტი ექნებათ იმათ, ვისაც ოჯახური გარემოებების, სწავლისა და სამუშაოს გამო სურს ფინეთში ჩასვლა.

მანამდე ჰაავისტო ამბობდა, რომ ტურისტულ ვიზებზე განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორშაბათობით, სამშაბათიდან პარასკევამდე კი საკონსულოები იღებენ დოკუმენტებს სხვა საფუძველზე ვიზების გასაცემად.

9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, საზღვრები ჩაუკეტოს რუსეთის ყველა მოქალაქეს. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ადრე შემოღებული ყველა სანქცია „სუსტია“ იმასთან შედარებით, რასაც წარმოადგენს რუსებისთვის ერთი წლით საზღვრების ჩაკეტვა და რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგო.

ფინეთის ხელისუფლება ასევე განიხილავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტრანზიტული ვიზების გაცემას.

რუსეთ-ფინეთის საზღვარი ტურისტებისთვის 15 ივლისს გაიხსნა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ორწლიანი შეზღუდვის შემდეგ. პირველ შაბათ-კვირას, ფინეთის სასაზღვრო დაცვის თანახმად, საზღვარი გადაკვეთა 20 ათასამდე ადამიანმა, ძირითადად რუსეთის მოქალაქეებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG