Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოდოლიაკის თქმით, უკრაინა მოშლის რუსეთის ჯარების მომარაგების ხაზებს


მიხაილო პოდოლიაკი
მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის სპეცსამსახურები უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში აპირებენ იერიშები მიიტანონ რუსეთის არმიის მომარაგების ხაზებზე - ტყვია-წამლის საწყობებზე, სამხედრო ბაზებზე, სარკინიგზო ხაზებსა და ელექტროქსელზე, როგორც ეს მიმდინარე კვირაში ანექსირებულ ყირიმში მოხდა. ამის შესახებ ბრიტანეთის გამოცემა The Guardian-ს უთხრა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის სიტყვებით, ასეთი სტრატეგიის მიზანია ლოგისტიკისთვის ძირის გამოთხრა და „ქაოსის დათესვა“ რუსეთის ჯარების შიგნით, ტყვია-წამლისა და აუცილებელი მომარაგების გარეშე მისი დატოვებით. მაგრამ პრეზიდენტის მრჩეველს პირდაპირ არ უღიარებია, რომ ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზებზე - საკიში, ჯანკოისა და გვარდეისკში - აფეთქებები უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგია. მისი თქმით, დივერსია შეიძლება მოეწყოთ ყირიმელ „პარტიზანებსაც“, მაგრამ დეტალებზე მას არ უსაუბრია.

მიხაილო პოდოლიაკი ამჟამად უკრაინაში გავლენით მესამე ადამიანად ითვლება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებისას ის მონაწილეობდა მებრძოლ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში, მაგრამ ზოგადი შეთანხმების მიღწევა მათ ვერ მოახერხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG