Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა იერიში მიიტანა ხარკოვზე, არის მსხვერპლი


რუსეთის სარაკეტო თავდასხმა. ხარკოვი. 15 აგვისტო
რუსეთის სარაკეტო თავდასხმა. ხარკოვი. 15 აგვისტო

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე 18 აგვისტოს გამთენიისას განხორციელებული იერიშის შედეგად. დაშავდა - 16. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლეგ სინეჰუბოვი ავრცელებს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით კი, ხოლოდნოგორკის რაიონში ჩამოვარდნილი ჭურვების შედეგად ხანძარი გაჩნდა. „იწვის ადმინისტრაციული შენობა, რის გამოც დაიწყო მისი ნგრევა“, - იტყობინება მერი ტელეგრამ-არხზე.

ხარკოვზე განხორციელებულ უკანასკნელ იერიშს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ტელეგრამ-არხზე დაგმო მომხდარი, მას „საზიზღარი და ცინიკური“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG