Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა კაცს, რომელმაც სოფელ ავლევში ცოლი მოკლა


საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა კაცს, რომელმაც 18 აგვისტოს ქარელის რაიონის სოფელ ავლევში ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით ცოლი დაახრჩო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG