Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კორუფციაში ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრი


ყირგიზეთის ჯანდაცვი მინისტრი ალიმკადირ ბეიშენალიევი 16 ივნისიდან შიდა პატიმრობაში იმყოფება
ყირგიზეთის ჯანდაცვი მინისტრი ალიმკადირ ბეიშენალიევი 16 ივნისიდან შიდა პატიმრობაში იმყოფება

ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრ, ალიმკადირ ბეიშენალიევს, რომელიც დროებით იყო თანამდებობიდან გადაყენებული მის მიმართ კორუფციაში ბრალდებით დაწყებული გამოძიების გამო, - ქვეყნის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა პოსტი დაატოვებინა.

რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, ბეიშენალიევი 2 ივნისს დააპატიმრეს COVID-19 სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების არადანიშნულებისამებრ გამოყენების ბრალდებით და 16 ივნისიდან შიდა პატიმრობაში იმყოფება.


ყირგიზეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, ალიმკადირ ბეიშენალიევმა 2021 წელს დაუსაბუთებლად იყიდა ვაქცინის 2 მილიონ 460 ათასი დოზა. თანხა ოფშორულ ანგარიშებზე გადაირიცხა, რითაც სახელმწიფომ 1,5 მილიარდი სომით იზარალა. საერთო ჯამში, ჯანდაცვის მინისტრის მიმართ შვიდი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ერთი-კორუფციის მუხლით, ორი-ქრთამის გამოძალვის, ოთხი-სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და განზრახ წამგებიანი ხელშეკრულების დადების მუხლებით.

აქედან ერთი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ბეიშენალიევის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ადვოკატ კაისინ აუბაკიროვის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG