Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო იოდის დარიგება, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის გარშემო დაძაბულობის ფონზე


ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური, მაისი, 2022
ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური, მაისი, 2022

უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო იოდის შემცველი ტაბლეტების დარიგება მოსახლეობისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე, რათა ისინი დაიცვას რადიაციით პოტენციური მოწამვლისგან, სადგურზე ავარიის შემთხვევაში.

პრეპარატების დარიგება დაიწყო 27 აგვისტოს, იმ ფონზე, როცა უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ სადგურის გარშემო ცეცხლის გახსნაში. ერთი დღით ადრე რუსეთმა დაბლოკა გაეროს მნიშვნელოვანი განცხადების მიღება, იმ ფორმულირების გამო, რომლითაც დოკუმენტის პროექტში ზაპოროჟიეს სადგური იყო მოხსენიებული.

სპეციალისტები შეშფოთებას გამოთქვამენ გამაგრილებელი სისტემების მუშაობაზე სადგურის ბირთვულ რეაქტორებში, მას შემდეგ, რაც 25 აგვისტოს დროებით შეფერხდა სადგურისთვის ელექტოენერგიის მიწოდება - რომელიც ამ სისტემებისთვისაცაა საჭირო.

27 აგვისტოს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა სადგურიდან მდინარის გადაღმა ქალაქებს გაუხსნეს ცეცხლი, რუსეთმა კი აცხადებდა, რომ უკრაინის ძალებმა დაცხრილეს შენობა, რომელშიც ბირთვული საწვავი ინახება. ამ განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ ადგილზე გასაგზავნად მზად ჰყავს სპეციალისტების ჯგუფი, თუმცა გაუგებარია მათ მიეცემათ თუ არა ნებართვა რუსეთის მხრიდან.

XS
SM
MD
LG