გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, მთლიანად და საბოლოოდ უთხრან უარი ბირთვულ იარაღს.
გუტერეში ასევე ითხოვს, აღარ მოხდეს ბირთვული იარაღი გამოცდა.
გუტერეშის განცხადება მოჰყვა გაეროს კონფერენციას ბირთვული იარაღის შესახებ, როცა რუსეთმა არ დაამტკიცა გაეროს კონფერენციის საბოლოო ოქმი ბირთვული იარაღის შესახებ.
შედეგად, კონფერენცია საბოლოო დოკუმენტის გარეშე დასრულდა, მისი მონაწილე ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ.
"მსოფლიო დიდი ხანია ბირთვული იარაღის მძევალია. ეს მომაკვდინებელი მოწყობილობები არ იძლევა არც გამარჯვების და არც უსაფრთხოების გარანტიას. მოდით დავრწმუნდეთ, რომ ბირთვული იარაღის გამოცდა სამუდამოდ შეწყდეს და ბირთვული იარაღი გახდეს ისტორიის ნაწილი - ერთხელ და სამუდამოდ", - დაწერა გუტერეშმა ტვიტერზე.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის (SIPRI) მიერ ივნისში გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბირთვული იარაღის მქონე მსოფლიოს ცხრავე ქვეყანამ ახლახან დაიწყო თავისი არსენალის აქტიური მოდერნიზაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამალებული შეიარაღების ახალი რაუნდი მომდევნო ათწლეულში.
მსოფლიოში ბირთვული ქობინების 90%-ზე მეტი რუსეთში (4437 ქობინი) და შეერთებულ შტატებშია (3708). ჩინეთი ასევე ინტენსიურად ავითარებს თავის ბირთვულ პროგრამას. ჩრდილოეთ კორეას აგრძელებს ბირთვული იარაღის გამოცდას. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი დენ სმიტი თვლის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ დროს ცივი ომის დასრულების შემდეგ.