Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2014 წლიდან საქართველოში 186 ქალი მოკლეს


გენერალური პროკურატურა ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მკვლელობების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. ამ მონაცემებით, 2014 წლიდან 2022 წლამდე გაათმაგებულია ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლები და 14%-დან 88%-მდეა გაზრდილი პატიმრობის მოთხოვნა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულებისთვის.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ყოველწლიურად ათობით ქალის სიცოცხლე ეწირება ფემიციდს. მხოლოდ 2022 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში 13 ქალი მოკლეს.

პროკურატურის სტატისტიკის თანახმად, 2016-2022 წლებში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა ოჯახური დანაშაულის ჩამდენი 1624 ბრალდებულის მიმართ.

ქალთა მკვლელობის (ფემიციდის) საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივი პირველად 2018 წელს გამოიკვეთა და დღემდეგ ქალთა მკვლელობის საქმეებში გენდერული დისკრიმინაცია იდენტიფიცირებულია 45 ბრალდებულის მიმართ.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ ფემიციდის გაზრდილი შემთხვევები 2019 წლის შემდეგ პანდემიის გავლენა და მსოფლიო ტრენდის ნაწილია.

XS
SM
MD
LG