Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ბრძანებით სისხლის სამართლის კოდექსში შედის განსაზღვრებები ცნებებისა "მობილიზაცია" და "საომარი მდგომარეობა"


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სისხლის სამართლის კოდექსში შედის განსაზღვრებები ცნებებისა "მობილიზაცია", "საომარი მდგომარეობა" და "საომარი დრო".

მუხლში, რომელიც ეხება სასჯელის დამამძიმებელ ვითარებას, სიტყვები "შეიარაღებული კონფლიქტისა ან საომარი მოქმედებების პირობებში" ჩანაცვლებულია ფრაზით "მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის პერიოდში, საომარ დროს, ან შეიარაღებული კონფლიქტის, თუ საომარი მოქმედებების წარმოებისას".

გარდა ამისა, კოდექსს ემატება მუხლები მაროდიორობის და ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარების შესახებ. ტყვედ ჩაბარებისთვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან 10 წლამდე, თუკი არ იკვეთება სახელმწიფოს ღალატის ნიშნები. მაროდიორობა ისჯება 15 წლამდე კოლონიით.

ასევე მკაცრდება სასჯელი მობილიზაციის და საომარი მდგომარეობის დროს დანაყოფის თვითნებურად დატოვებისთვის.

რეზერვში მყოფ მოქალაქეებს, რომლებსაც გაწვევა შეეხება, დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოუცხადებლობაზე და დეზერტორობაზე, რომელიც თანაზომადი იქნება საკონტრაქტო და გაწვეული სამხედროების სასჯელისა.

შესაბამისი კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა 20 სექტემბერს მიიღეს - ერთი დღით ადრე, სანამ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG