Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა სამხედროებმა ოდესის ოლქზე იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროების მიერ ხარკოვის ოლქში განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტი. 2022 წლის სექტემბერი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროების მიერ ხარკოვის ოლქში განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტი. 2022 წლის სექტემბერი

რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინის სამხედრო ობიექტზე ოდესის ოლქში. ამის შესახებ დღეს, დილით იუწყება ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივანი სერგეი ბრატჩუკი. მისი ინფორმაციით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა, ერთი კი, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

ბრატჩუკი კონკრეტულ სამხედრო ობიექტს არ ასახელებს. მისი ინფორმაციით, მასშტაბური ხანძრის და საბრძოლო მასალების დეტონაციის გამო, საჭირო გახდა ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ცნობები შესაძლო მსხვერპლის შესახებ, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ოდესაზე შეტევა განხორციელდა 23 სექტემბერსაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ოდესაზე იერიში მიიტანა ირანული წარმოების, ე.წ. კამიკაძე დრონებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG