Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარიას თქმით, შესაძლოა, ომბუდსმენობის კანდიდატი მისი მოადგილეც იყოს


ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი
ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ მის შემცვლელად დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატი მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე იყოს.

"ვერ გეტყვით, ალბათ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ განიხილავს, მაგრამ ეს არის პირადად მისი გადასაწყვეტი", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი ბურჯანაძე ამ ეტაპზე ამ საკითხზე არ საუბრობს.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. 31 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა და თქვა, რომ ის საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებდა. პარლამენტში მყოფი ოპოზიციური ჯგუფების ერთი ნაწილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეთავაზებულ კანდიდატებს დაასახელებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებს შერჩევის პროცესი ჯერ არ დაუსრულებიათ. პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა. საკუთარი კანდიდატურები დაასახელეს იურისტებმა ალექსანდრე კობაიძემ და მარიკა არევაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG