Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9-მდე გაიზარდა რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში მოკლულთა რიცხვი


პოლიციის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორია ქალაქ იჟევსკის სკოლასთან, სადაც 26 სექტემბერს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
პოლიციის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორია ქალაქ იჟევსკის სკოლასთან, სადაც 26 სექტემბერს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

5 ბავშვი, 2 პედაგოგი და დაცვის სამსახურის 2 თანამშრომელია მოკლული რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში. ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა. მანამდე დადასტურებული იყო 6 ადამიანის სიკვდილი.

ქალაქის 88-ე სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს დილით მოხდა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობითვე, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. სააგენტო „ტას“-ის ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა მანამდე მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობა, რომ შეიარაღებულ, ნიღბიან მამაკაცს ეცვა მაისური ნაცისტური სიმბოლოებით.

საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, თავდამსხმელს თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი და ამჟამად მისი ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.

რუსეთის მედია წერს, რომ უდმურტეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრის, იჟევსკის 88-ე სკოლა ქალაქის შუაგულში, მერიის შენობის მახლობლად მდებარეობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო, 26-29 სექტემბერს უდმურტეთში გლოვა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG