აშშ-ის კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტომ(NASA) დაასრულა უნიკალური ექსპერიმენტის პირველი, მნიშვნელოვანი ეტაპი. მის მიერ გაშვებული კოსმოსური აპარატი პირველად შეეჯახა ასტეროიდს.
ექსპერიმენტის მიზანია ციური სხეულის ტრაექტორიის შეცვლა და ამ გზით დედამიწის დაცვა ასტეროიდების შეჯახების პოტენციური საფრთხისგან.
NASA-ს მიერ მისიის, DART-ის ფარგლებში, კოსმოსში 2021 წლის 23 ნოემბერს გაგზავნილი, დაახლოებით 600 კილოგრამიანი აპარატი 160-მეტრიან ასტეროიდს, Dimorphos-ს შეეჯახა 2022 წლის 27 სექტემბერს, თბილისის დროით 03:14 საათზე. NASA ამ პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე მეცნიერები დააკვირდებიან Dimorphos-ის მოძრაობის ტრაექტორიას უფრო დიდი ასტეროიდის, Didymos-ის გარშემო. დაკვირვების პროცესი რამდენიმე თვეს გასტანს.