27 სექტემბერს უკრაინის დედაქალაქში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კეტრინ კოლონა ჩავიდა. ამის შესახებ ცნობა და საფრანგეთის ელჩ ეტიენ დე პონსენომთან გადაღებული ერთობლივი ფოტო კოლონამ თავის ტვიტერში გამოაქვეყნა.
"გამარჯობა უკრაინავ, მიხარია კიევში დაბრუნება", - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგულად, ინგლისურად და უკრაინულად.
მანამდე კეტრინ კოლონა კიევში მაისში იმყოფებოდა და უკრაინის ხელისუფლებას დაჰპირდა გამომძიებელთა მისიის გაგზავნას, რომელიც ქალაქ იუზიუმში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულის ფაქტებს გამოიძიებს.