Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დარტყმები განახორციელა ხარკოვზე, მძიმე ბრძოლაა ხერსონში


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელმა სამხედროებმა ხელთ იგდეს რუსული ტანკი და მასზე უკრაინის დროშა აღმართეს. ხარკოვის რეგიონი. 19 სექტემბერი, 2022 წელი
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელმა სამხედროებმა ხელთ იგდეს რუსული ტანკი და მასზე უკრაინის დროშა აღმართეს. ხარკოვის რეგიონი. 19 სექტემბერი, 2022 წელი

გასულ დღე-ღამეში ქალაქ ხარკოვზე რუსეთის მიერ მიტანილმა სარაკეტო იერიშმა მიზანში ამოიღო რკინიგზის სადგურის ტერიტორია და 18 000-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა - იუწყებიან ოფიციალური პირები 28 სექტემბერს.

ხარკოვის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსეთის ძალებმა ისროლეს S-300 ტიპის რაკეტები, რომლებიც ანტისარაკეტო იარაღადაა შექმნილი, თუმცა ამჟამად მათ იყენებენ უკრაინის ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევისთვის.

მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.

მძიმე ბრძოლა გრძელდება ხერსონის რეგიონშიც - იუწყება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავის ყოველდღიურ სადაზვერვო ანგარიშში 28 სექტემბერს.

სამინისტროს თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც მდინარის მარჯვენა მხარეს არიან განთავსებულნი, მოწყვლადი რჩებიან უკრაინის შეტევების პირისპირ.

ბრიტანეთის დაზვერვა ასევე იუწყება, რომ რუსეთის ძალები კვლავ ცდილობენ წინსვლას ბახმუტთან, დონეცკის ოლქში, მიუხედავად მძიმე ზეწოლისა ჩრდილოეთის და სამხრეთის ფრონტებიდან.

ბრძოლის ფონია აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადება, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის ამზადებს 1,1 მილიარდი ღირებულების ოდენობის იარაღით დახმარებას, რომლის შესახებაც მალე გამოცხადდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG