Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ი: 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რუსეთის ჯარის მიერ სამოქალაქო კოლონისთვის ცეცხლის დაშენის შედეგად


Ukraine -- Civilians shot dead in the Kharkiv region, SSU
Ukraine -- Civilians shot dead in the Kharkiv region, SSU

Reuters-ის ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა 1 ოქტომბერს ინფორმაცია, რომ სულ მცირე 20 სამოქალაქო პირი დაიღუპა სექტემბრის ბოლოს რუსეთის არმიის მიერ სამოქალაქო კოლონისთვის ცეცხლის დაშენის შედეგად.

თავდასხმა მოხდა „რუხ ზონაში“ - რუსეთის და უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის.

შვიდი ავტომანქანა გახდა სამიზნე რუსეთის მიერ დაკავებულ სვატოვსა და კუპიანსკს შორის, რომელიც უკრაინის ხელშია და რომელიც გასულ თვეში დაიბრუნა უკრაინის ჯარმა, წერია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა განადგურებული მანქანების ფოტოები.

29 სექტემბერს რუსეთმა დასდო ბრალად კიევს უკრაინის აღმოსავლეთში ლტოლვილების კოლონისთვის ცეცხლის დაშენა. ლტოლვილები, რუსეთის თანახმად, ხერსონის ოლქიდან იყვნენ ევაკუირებული.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაიღუპა 30 მშვიდობიანი მოქალაქე.

არ არის ცხადი, საუბარია თუ არა იმავე კოლონაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG