Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალურად ამოქმედდა ბულგარეთს და საბერძნეთს შორის გაზსადენი


ბულგარეთის და საბერძნეთის შემაკავშირებელი გაზსადენის (IGB) ამოქმედების ოფიციალური ცერემონია სოფიაში. 1 ოქტომბერი, 2022 წელი
ბულგარეთის და საბერძნეთის შემაკავშირებელი გაზსადენის (IGB) ამოქმედების ოფიციალური ცერემონია სოფიაში. 1 ოქტომბერი, 2022 წელი

1 ოქტომბერს სოფიაში გამართულ ცერემონიაზე ოფიციალურად გამოცხადდა ბულგარეთის და საბერძნეთის შემაკავშირებელი გაზსადენის (IGB) ამოქმედების შესახებ.

მასში, ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბულგარეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ასევე რუმინეთის და საბერძნეთის სახელმწიფოთა მეთაურებმა.

ახალი მილსადენით ბულგარეთი მიიღებს 3-5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს აზერბაიჯანიდან, ასევე თხევად აირს საბერძნეთიდან. პროექტის ერთ-ერთი მიზანია რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. ამაზე ილაპარაკა ფონ დერ ლაიენმა და მილსადენის ამოქმედებას უწოდა „გარდამტეხი მომენტი“ ბულგარეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, „ახალი ერის დაწყება“ ამ ქვეყნისა და მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისთვის.

„ეს ნიშნავს თავისუფლებას რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისაგან“, თქვა ევროკომისიის თავმჯდომარემ.

რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის თანახმად, მილსადენი ამოქმედდა იდეის გაჩენიდან 13 წელიწადში. 2009 წელს რუსეთმა უკრაინის გავლით ტრანზიტი შეაჩერა და რეგიონი ერთი კვირით აირის გარეშე დატოვა.

ბულგარეთს რუსეთმა გაზის მიწოდება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეუწყვიტა, როცა დასავლეთის სანქციების საპასუხოდ „გაზპრომმა“ ბულგარეთს აირის საფასურის რუბლით გადახდა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. 1 ოქტომბერს ამოქმედებული მილსადენი ნაწილობრივ დაფინანსდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG