Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას დაჰპირდა


გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი გერმანიაში უკრაინელ კოლეგა ოლექსი რეზნიკოვთან შეხვედრისას აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, რამშტაინში. 8 სექტემბერი, 2022 წელი
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი გერმანიაში უკრაინელ კოლეგა ოლექსი რეზნიკოვთან შეხვედრისას აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, რამშტაინში. 8 სექტემბერი, 2022 წელი

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში თავისი პირველი ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი, რომელიც კიევს დაჰპირდა, რომ გერმანია სულ მალე მიაწვდის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე Iris-T SLM-ის ტიპის სისტემებს.

სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსის თქმით, კვლავაც მნიშვნელოვანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა.

Iris-T SLM-ი საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემაა, რომელიც გერმანიაშიც მზადდება და აღჭურვილია მცირე სიშორის რაკეტებით.

ლამბრეხტი უკრაინაში ჩავიდა 1 ოქტომბრის შუადღისას, მაგრამ უსაფრთხოების მოსაზრებით, მისი იქ ყოფნის შესახებ ინფორმაცია მაშინვე არ გავრცელებულა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა ქალაქ ოდესაში, სადაც ის თავის უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. გერმანელი სტუმრის და მისი დელეგაციის ოდესაში ყოფნისას ორჯერ იყო საჰაერო განგაში და მათ ბომბსაფარ ბუნკერში მოუწიათ ჩასვლა.

ოდესა სისტემატურად არის ხოლმე რუსული თავდასხმის სამიზნე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG