Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა დმიტრო კულებას


არქივის ფოტო: ენტონი ბლინკენი და დმიტრო კულება
არქივის ფოტო: ენტონი ბლინკენი და დმიტრო კულება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარებას დაჰპირდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გზავნილი, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მცდელობების მხარდაჭერას, აღადგინოს კონტროლი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და დიპლომატიური ძალების გაძლიერებით.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია 1.1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების ინიციატივის თაობაზე, რომელიც ამ კვირაში გახდა ცნობილი. ბლინკენმა და კულებამ ასევე განიხილეს უკრაინული მარცვლეულის მიწოდების საკითხი მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. შეეხნენ უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG