Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA-ის მიერ გამოთქმული "ღრმა შეშფოთების" შემდეგ, გაათავისუფლეს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის დირექტორი


იგორ მურაშოვი, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დირექტორი
იგორ მურაშოვი, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დირექტორი

გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, გათავისუფლებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის დირექტორი. გროსი მიესალმა ბირთვული სადგურის გენერალური დირექტორის, იგორ მურაშოვის გათავისუფლებას და ტვიტერით დაწერა, რომ დადასტურებული ინფორმაციით, "მურაშოვი უსაფრთხოდ დაუბრუნდა თავის ოჯახს".

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მურაშოვის გათავისუფლების მოწოდებით გამოდიოდა მას მერე, რაც გავრცელდა ცნობები, რომ ის რუსეთის სამხედრო პატრულმა დააკავა, როცა სადგურიდან ქალაქ ენერგოდარის მიმართულებით მიემგზავრებოდა.

მურაშოვის დაკავებამ "ძალიან დიდი გავლენა" იქონია მასზე და ბირთვული უსაფრთხოების სტანდარტებზე, წერდა IAEA 1 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. უწყების თქმით, ამგვარი დაკავება "თავისთავადაც შექმნიდა ღრმა შეშფოთების საფუძველს, თუმცა, ამასთანავე [შემაშფოთებელია] მისი ფსიქოლოგიური გავლენა და ზეწოლა სხვა თანამშრომლებზე, რასაც ზიანი მოაქვს ბირთვული უსაფრთხოებისთვის".

მურაშოვის დაკავების მიზეზები უცნობი რჩება, რუსეთის მხარეს დაკავების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

ატომურ სადგურს და მის მიმდებარე ტერიტორიას რუსეთის ძალები მარტიდან აკონტროლებენ, თუმცა საკუთრივ სადგურს უკრაინელი თანამშრომლები მართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG