Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვის დედამ და მეუღლემ სეპარატისტული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" "სახელმწიფო" ჯილდოები მიიღეს


აიმანი კადიროვა, რამზან კადიროვის დედა
აიმანი კადიროვა, რამზან კადიროვის დედა

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, ლეონიდ პასეჩნიკმა, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის დედა აიმანი და მისი მეუღლე, მედნი, ხალხთა მეგობრობის ორდენებით დააჯილდოვა.

როგორც თავის ტელეგრამის არხში რამზან კადიროვი აღნიშნავს, მისი ნათესავებისთვის ლუგანსკის "სახელმწიფო ჯილდოების" მინიჭების გადაწყვეტილება სეპარატისტული რესპუბლიკის მაცხოვრებლებისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას უკავშირდება. დედის გადაწყვეტილების წყალობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში "ათიათასობით ტონა საკვები და პირველადი მოთხოვნილების ნივთები გაიგზავნა". ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანახმად, აიმანი კადიროვა ორგანიზატორობდა ასევე "რუსეთის ტერიტორიაზე ასობით ავადმყოფისა და დაჭრილის გამგზავრებას."

აპრილში ექსპერტებმა შენიშნეს, რომ ჩეჩნეთიდან დონბასში ჰუმანიტარული დახმარების სახით გაგზავნილი პროდუქციის ნაწილი, სავარაუდოდ, უკრაინული წარმოების იყო. საგამოძიებო პროექტ Bellingcat-ის წარმომადგენლის, ხრისტო გროზევის თანახმად, ეს ფაქტი უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ კადიროველებმა მარიუპოლის მაცხოვრებლებს ნაძარცვი პროდუქტები დაურიგეს. ფაქტის გახმაურების შემდეგ, რამზან კადიროვის ტელეგრამის არხიდან ჰუმანიტარული დახმარების გავრცელების შესახებ არსებული ვიდეო ამოიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG