Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად განაცხადა უარი


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 30 სექტემბერს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით შევიდა ძალაში.

დოკუმენტის მიხედვით, კიევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვას შეუძლებლად აცხადებს. ასევე დამტკიცდა უკრაინის პრეზიდენტის, ვერხოვნა რადის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ ერთობლივი მიმართვის ტექსტი.

30 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებას დაჩქარებული წესით ითხოვს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს არ გამართავს, სანამ მისი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. ზელენსკის განცხადება იყო პასუხი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიაზე.

ასევე 30 სექტემბერს უკრაინის ვერხოვნა რადაში შეიტანეს კანონპროექტი ქვეყანაში ყველა რუსული აქტივის ნაციონალიზაციის შესახებ. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის მნიშვნელოვანი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG