Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ქალაქ ფეშავართან თალიბანის თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

პაკისტანის ქალაქ ფეშავარის მახლობლად თალიბანის თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ 4 ოქტომბერს შეატყობინა რადიო თავისუფლებას უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა.

მან თქვა, რომ 3 ოქტომბერს პაკისტანის უშიშროების ძალების კოლონა კოჰატიდან ფეშავარში მიემგზავრებოდა, როცა მატანის მახლობლად მათ თავს დაესხნენ.

„სროლისას ორი ჯარისკაცი დაღუპა და ხუთი დაიჭრა“, - თქვა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მოკლულია ასევე ექვსი სავარაუდო მეამბოხე.

თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა აკრძალულმა ორგანიზაცია „ტეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანმა“ (TTP) და დასძინა, რომ თავდასხმისას დაიღუპა მისი ორი მებრძოლი. ჯგუფის თქმით, მოკლულია პაკისტანის ოთხი სამხედრო.

მატანი ფეშავარის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარეობს. ბოლო ხანებში თალიბანმა გააძლიერა პაკისტანის ამ რეგიონში უშიშროების ძალებზე თავდასხმები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG