Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: მობილიზაციის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა რუსეთის 200 ათასი მოქალაქე


მარატ ახმეტჟანოვი
მარატ ახმეტჟანოვი

ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარატ ახმეტჟანოვმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა 21 სექტემბერს, ყაზახეთში ჩავიდა რუსეთის 200 ათასი მოქალაქე.

ახმეტჟანოვმა 4 ოქტომბრის განცხადებაში ასევე თქვა, რომ ამავე პერიოდში ყაზახეთის ტერიტორია დატოვა რუსეთის 147 ათასმა მოქალაქემ. მას არ უხსენებია, საით მიემგზავრებიან რუსეთის მოქალაქეები, მაგრამ გასულ კვირაში ყაზახეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყაზახეთში ჩასულმა ათიათასობით რუსმა შემდეგ უზბეკეთსა და ყირგიზეთში გააგრძელა გზა.

ახმეტჟანოვის თქმით, კვირის ბოლოდან ყაზახეთში შემავალი რუსების რიცხვმა კლება იწყო. ადრე მედია იტყობინებოდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე მობილური გასაწვევი პუნქტები გახსნა. გასულ კვირაში ახმეტჟანოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს რუსეთს გადასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათზე ოფიციალურად იქნება გამოცხადებული ძებნა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან ყაზახეთში გამგზავრების მსურველთა, ძირითადად მამაკაცების, რიცხვის გაზრდის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG