Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბერში კორონავირუსი 35 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სექტემბერში კორონავირუსი დაუდგინდა 35 719 ადამიანს. ეს ნიშნავს, რომ, საშუალოდ, ყოველდღიურად ვირუსი 1190 ადამიანს უდასტურდებოდა.

ბოლო ერთ თვეში კოვიდით 20 ადამიანი გარდაიცვალა.

2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 1 792 109 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 16 900-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ყოველდღიური სტატისტიკის ნაცვლად ყოველკვირეული მონაცემების გამოქვეყნება ჯანდაცვის სამინისტრომ მაისის პირველ ნახევარში დაიწყო. 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ყოველთვიურ სტატისტიკას გაასაჯაროებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG