Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტთან


უკრაინის არმიის სამხედრო დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მახლობლად. 2022 წლის 5 ოქტომბერი
უკრაინის არმიის სამხედრო დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მახლობლად. 2022 წლის 5 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე განახორციელეს 5 სარაკეტო და 8 საავიაციო დარტყმა და 65-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზარალდა 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

უკრაინული სარდლობის ცნობით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქვედანაყოფების შეტევები მოიგერიეს დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტთან.

გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში უკრაინის არმიის ავიაციამ განახორციელა 15-ზე მეტი დარტყმა და დადასტურებულია მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 12 ადგილის და 4 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განადგურება. სარდლობის ცნობითვე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 9 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 2 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 14 ადგილი და საბრძოლო მასალების საწყობი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG