Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ კიდევ 2 ბალისტიკური რაკეტა გამოცადა


სამხრეთ კორეის მოქალაქეები უყურებენ ტელერეპორტაჟს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდის შესახებ. სეული, 2022 წლის 4 ოქტომბერი
სამხრეთ კორეის მოქალაქეები უყურებენ ტელერეპორტაჟს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდის შესახებ. სეული, 2022 წლის 4 ოქტომბერი

ჩრდილოეთი კორეა განაგრძობს ბალისტიკური რაკეტების გამოცდას. დღეს დილით, ფხენიანმა იაპონიის ზღვისკენ ისროლა მოკლე მანძილზე მოქმედების ორი რაკეტა.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი არმიის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ერთმა რაკეტამ ზღვაში ჩავარდნამდე, 80 კილომეტრის სიმაღლეზე იფრინა 350 კილომეტრის მანძილზე, მეორემ კი - 60 კილომეტრის სიმაღლეზე 800 კილომეტრი.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდას უწოდა სერიოზული პროვოკაცია, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულის, არამედ მსოფლიოს სტაბილურობასაც და მშვიდობას. ფხენიანის მოქმედებას დაუშვებელი უწოდა იაპონიის მთავრობამ.

ბოლო 12 დღეში ჩრდილოეთმა კორეამ რაკეტები 6-ჯერ გამოცადა. წინა ჯერზე, 4 ოქტომბერს, ფხენიანმა ისროლა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად გადაუფრინა იაპონიის არქიპელაგს და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ამ გამოცდის პასუხად, 5 ოქტომბერს, სამხრეთმა კორეამ და აშშ-მა ჩაატარეს რაკეტების ერთობლივი გამოცდა. ამჟამად რეგიონში იმყოფება ამერიკული სამხედრო გემი "რონალდ რეიგანი", რომლის მონაწილეობით დღეს იგეგმება ამერიკელი, სამხრეთ კორეელი და იაპონელი სამხედროების ერთობლივი სწავლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG