Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე კვლავ მიიტანა იერიში, ზელენსკი რუსეთს „ენერგეტიკულ ტერორიზმში“ ადანაშაულებს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Shahed-136-ის ტიპის "თვითმკვლელ დრონთან" ერთად. კიევი, 27 ოქტომბერი. 2022 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Shahed-136-ის ტიპის "თვითმკვლელ დრონთან" ერთად. კიევი, 27 ოქტომბერი. 2022 წელი

რუსეთმა კვლავ მიიტანა იერიში უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იტყობინებიან უკრაინის ოფიციალური პირები.

რუსეთის არმიის მიერ უპილოტო Shahed-136 - ის ტიპის, "თვითმკვლელი" საფრენი საშუალებებით განხორციელებული თავდასხმების გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი „ენერგეტიკულ ტერორიზმში“ დაადანაშაულა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ, განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ გაანადგურა Shahed-136-ის ტიპის რვა დრონი. ნიკოპოლსკის რაიონში, ქვეყნის სამხრეთში. რეზნიჩენკოს თანახმად, რუსეთის არმიამ ცეცხლი დაუშინა დასახლებულ პუნქტებს იმავე რაიონში „გრადის“ ტიპის რეაქტიული დანადგარით და არტილერიის საშუალებით, დააზიანა გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე საცხოვრებელი სახლები.

XS
SM
MD
LG