Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა მეორედ აჩუქეს 150 000 ლარი


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წლის 29 ოქტომბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ მან გასულ წელს მშობლებისგან საჩუქრად მიიღო 150 000 ლარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ღარიბაშვილი მშობლებისგან მსხვილ თანხას იღებს საჩუქრის სახით. 150 000 ლარიანი საჩუქარი ოჯახისგან მას დეკლარირებული აქვს 2021 წელსაც.

ირაკლი ღარიბაშვილის უკანასკნელი დეკლარაციის მიხედვით, დანაზოგის სახით 50 000 ლარი აქვს. გასულ წელს მას და მის მეუღლეს უძრავი ქონება ან ავტომობილი არ შეუძენიათ.

XS
SM
MD
LG