Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მედიის ცნობით, რუსებმა ხერსონის დატოვებამდე საქვაბეები, გადამცემი ანძები და ტელეცენტრი ააფეთქეს


„უკრაინსკაია პრავდა“ გამოცემების, „მოსტის“ და „იმის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის არმიამ ხერსონიდან უკან დახევამდე ააფეთქა საქვაბეები და საოლქო ენერგოსისტემის ობიექტი, ასევე სატელევიზიო ცენტრი.

ქალაქი ელექტროენერგიისა და კომუნიკაციის გარეშე დარჩა. "მოსტი" და „იმი“ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ რუსებმა ააფეთქეს სატელევიზიო ცენტრი, რომელიც სატელევიზიო ანძასთან მდებარეობს. თავად ანძა არ დაზიანებულა. აფეთქებულია ასევე მობილური კომუნიკაციის ანძების ნაწილი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები ნაღმავენ ტერიტორიებს ყველგან, სადაც კი შეუძლიათ - ხერსონიდან დნეპრის მარცხენა ნაპირამდე ხერსონის ოლქში.

9 ნოემბერს უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურმა, სერგეი სუროვკინმა თქვა, რომ რუსეთს სამხედროები ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაჰყავს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსი სამხედროების მნიშვნელოვანი ჯგუფი კვლავ ხერსონშია და უბრძოლველად უკანდახევის ნიშნები არ ჩანს.

XS
SM
MD
LG