Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი არ ადასტურებს უკრაინელთა ტყვეობაში რესპუბლიკიდან მობილიზებული 15 პირის ყოფნას


ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი სერგეი მენიაილო
ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი სერგეი მენიაილო

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ უარყო ინფორმაცია, თითქოს უკრაინის ტყვეობაში ამჟამად რესპუბლიკის 15 მკვიდრი იმყოფებოდეს და აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ სამ სამხედროზე. ადგილობრივი მედიის განცხადებით, შეცდომის მიზეზი გახდა ონლაინ პრესკონფერენციის უხარისხო ხმა.

თუმცა წინა დღით, სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ორგანიზებით გამართულ პრესკონფერენციაზე მენიაილომ განაცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა ტყვეთა, რესპუბლიკის ყველა მკვიდრის (15 ადამიანის), რუსეთში დაბრუნების მოთხოვნა წარუდგინეს თავდაცვის სამინისტროს და "როსგვარდიას".

მოგვიანებით კი თავის ტელეგრამის არხში რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დაწერა, რომ პატიმრების მთელი ჯგუფიდან, რომლებმაც მას დახმარებისთვის მიმართეს, მხოლოდ სამია ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი, დანარჩენები კი მეზობელი რესპუბლიკებიდან არიან. მაგრამ კრემლის მიერ დანიშნულ ოფიციალურ პირს არ დაუზუსტებია, თუ საიდან არიან დანარჩენი პატიმრები.

უფრო ადრე ტელეგრამის არხმა „ოსეტიამ“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დატყვევებულ რუს სამხედროთა ჯგუფი დახმარებას ითხოვს რუსეთში დასაბრუნებლად. მათ შორის არიან ჩრდილოეთ ოსეთის ორი მკვიდრი: ყაზბეკ გობეევი და გიორგი ტმენოვი.

XS
SM
MD
LG